"ვიფიქრე გავამხნევებდი და ეს მივაძახე" - ნოდარ ლომინაძე ხარატიშვილს პენალტებზე » სპორტის ხაზი

"ვიფიქრე გავამხნევებდი და ეს მივაძახე" - ნოდარ ლომინაძე ხარატიშვილს პენალტებზე

"ვიფიქრე გავამხნევებდი და ეს მივაძახე" - ნოდარ ლომინაძე ხარატიშვილს პენალტებზე
დღეს, 03:32
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის პირველ მატჩში, ხორვატიის 21-წლამდე ნაკრები ანგარიშით - 1:0 დაამარცხა, ხოლო სტუმრად, ქალაქ რიეკას ცენტრალურ სტადიონზე, რუევიცაზე, პენალტების სერიაში მოიგო (6-7) და ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

გუნდის ნახევარმცველმა ნოდარ ლომინაძემ "ლაგაზეტა ჯორჯიასთან" ინტერვიუში, საბოლოო, გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანების მომენტთან დაკავშირებით ისაუბრა.

"- სატელევიზიო კადრებში არ ჩანს და არც ისმის, რომ როდესაც პენალტების სერია დაიწყო და მეტოქეს თერთმეტმეტრიანი გაუტანე, მაშინვე ნაკრების მეკარესთან, ლუკა ხარატიშვილთან მიირბინე და შეუძახე: "შენს იმედზეა მთელი საქართველო". თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი იყო?

- კი, ამ დროს დასარტყმელი ბოლო 2 პენალტი იყო. ხარატიშვილის ნამდვილად მეიმედებოდა. ფსიქოლოგიური მომენტი იყო. ვიფიქრე, გავამხნევებდი. მივაძახე, რომ მისი იმედი მთელს საქართველოს ჰქონდა.

ლუკასთან მისვლამდეც, როდესაც პენალტების სერია დაინიშნა, მჯეროდა, რომ ეს აუცილებლად გამოგვივიდოდა, რადგან ხორვატებზე მეტად გამარჯვებას ჩვენ ვიმსახურებდით."


- აღნიშნა ნოდარმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი