"მედალი მოიპოვა და სამშობლოში ორიენტაციის გამო ვერ ბრუნდება" - სინდი ნგამბას ამბავი ოლიმპიადიდან » სპორტის ხაზი

"მედალი მოიპოვა და სამშობლოში ორიენტაციის გამო ვერ ბრუნდება" - სინდი ნგამბას ამბავი ოლიმპიადიდან

"მედალი მოიპოვა და სამშობლოში ორიენტაციის გამო ვერ ბრუნდება" - სინდი ნგამბას ამბავი ოლიმპიადიდან
6-08-2024, 01:43
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ლტოლვილთა ოლიმპიურ გუნდს 25 წლის მოკრივე სინდი ნგამბამ ნახევარფინალში გასვლით პირველი მედალი მოუპოვა.

ნგამბა კამერუნში დაიბადა, მაგრამ გაერთიანებულ სამეფოში ცხოვრობს და სამშობლოში ვერ ბრუნდება.

"ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს, რომ პირველი ლტოლვილი ვარ, ვინც ოლიმპიური მედალი დაისაკუთრა. არაფერია დასრულებული. იმედი მაქვს, ისტორიის წერას გავაგრძელებ და ოქროს მედალს მოვიგებ." - თქვა კამერუნელმა სპორტსმენმა.

ნგამბა გაერთიანებულ სამეფოში 10 წლის ასაკში გადავიდა და ადგილობრივ მოკრივეებთან ერთად ვარჯიშობს. ლტოლვილთა ოლიმპიურ გუნდში მისი მოხვედრა განაპირობა იმან, რომ ოფიციალური დოკუმენტები არ გააჩნია და განსხვავებული ორიენტაცია აქვს, რის გამოც, სამშობლოში ვერ ბრუნდება.

კამერუნში ჰომოსექსუალიზმი კანონითაა აკრძალული და ჩასვლის შემთხვევაში, მას პატიმრობა ემუქრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი