რამდენიმე დღის წინ, ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიადას სკანდალურად გამოეთიშა.
როგორც მოგვიანებით გავრცელებულ კადრებში გამოჩნდა, გადამწყვეტი ქულა სანდრომ მეტოქეს დანამდვილებით მოუგო, თუმცა მსაჯებმა ალოგიკური გადაწყვეტილება მიიღეს და ბაზაძე ტურნირის მიღმა დარჩა.
ცხადია, ამ ყოველივემ ქართველი გულშემატკივარი ძალიან განარისხა, რაც სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტებითა და კრიტიკული კომენტარებით დასტურდება.
სანდრო ბაზაძის უსამართლო მარცხზე მორიგ პოსტს აქვეყნებს სპორტსმენის მამა, მერაბ ბაზაძე, რომელიც ჟურნალისტურ გამოძიებაზე და საქმის მოგებაზე წერს, - იხილეთ ფოტო