მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ეგვიპტელ მეტოქესთან დამარცხდა და ოლიმპიადას 1/8-ფინალიდან გამოეთიშა - ბოლო ქულაზე, ესპანელმა მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქართველმა მოფარიკავემ ემოციურად გააპროტესტა.
"ეს სირცხვილია, ძალიან დიდი სირცხვილი! ოლიმპიური თამაშებია და მსაჯმა 5 შეცდომა დაუშვა, წარმოგიდგენიათ?! ბილიკიდან გასვლას არ ვაპირებ, დამელაპარაკეთ! რატომ არ მელაპარაკება მსაჯი? სტრასბურგში შევხვდებით", - განაცხადა ბაზაძემ.
იხილეთ ვიდეო: