გუშინ მეტოქეები და მალე თანაგუნდელები? - კვარაცხელია და იამალი ერთ გუნში » სპორტის ხაზი

გუშინ მეტოქეები და მალე თანაგუნდელები? - კვარაცხელია და იამალი ერთ გუნში

გუშინ მეტოქეები და მალე თანაგუნდელები? - კვარაცხელია და იამალი ერთ გუნში
5-07-2024, 10:57
Aa Aa
გაზიარება:

ესპანური Mundo Deportivo ირწმუნება, რომ პსჟ ამ ზაფხულს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერისთვის ემზადება - საუბარია ბარსელონას 16 წლის სუპერვარსკვლავის, ლამინ იამალის ტრანსფერზე, რომლისთვისაც ფრანგული კლუბი მზად არის 250 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როგორც ირკვევა, სამომავლო პერსპექტივაში პარიზელები კილიან მბაპეს შემცვლელად სწორედ ახალგაზრდა ესპანელ ფეხბურთელს მიიჩნევენ - თავის მხრივ, არც ბარსელონას სურს ლიონელ მესის მემკვიდრის გაყიდვა, თუმცა კლუბი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და გამორიცხული არ არის ამხელა თანხის სანაცვლოდ ფეხბურთელთან დამშვიდობება მოუწიოს.

გარდა იამალისა, პსჟ აქტიურად განაგრძობს ნაპოლისთან ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე მოლაპარაკებებს და თუ ქართველი იტალიურ კლუბთან ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს არ გააფორმებს, ტრანსფერში ფავორიტი პსჟ იქნება.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ მომდევნო სეზონში ნაპოლი ჩემპიონთა ლიგაზე არ იასპარეზებს, ხვიჩას მსგავსი ვარსკვლავისთვის კი ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასე რომ ეს ზაფხული ტრანსფერების მხრივაც ცხელი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი