მანჩესტერის ფეხბურთელი: "ამიტომ სურთ კვარაცხელია პრემიერ ლიგაში" » სპორტის ხაზი

მანჩესტერის ფეხბურთელი: "ამიტომ სურთ კვარაცხელია პრემიერ ლიგაში"

მანჩესტერის ფეხბურთელი: "ამიტომ სურთ კვარაცხელია პრემიერ ლიგაში"
7-07-2024, 20:56
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუი საამ ხვიჩა კვარაცხელიას ინგლისში პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ინგლისის პრემიერ ლიგიდან ხვიჩასადმი ინტერესი იმიტომ არსებობს, რომ ქართველი კრეატიული ფეხბურთელია და ბევრ პოზიციაზე შეუძლია თავის კარგად წარმოჩენა.

მომწონს მისი სათამაშო ენერგია. ის ევრო 2024-ზე თავის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ხვიჩა კვარაცხელია საკმაოდ კრეატიული და მრავალფეროვანი ფეხბურთელია, რის გამოც მისი ტრანსფერი არაერთ ინგლისურ კლუბს დაამშვენებდა.

ვფიქრობ, კვარა არჩევანს იმ კლუბზე გააკეთებს, რომელსაც პოზიციურად ყველაზე მეტად მოერგება. ვინც ხვიჩას შეიძენს, მას გასაოცარი ფეხბურთელი ეყოლება.

- თქვა საამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი