ესპანური Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პსჟ ლამინ იამალის დასამატებლად მზად არის და მის სანაცვლოდ ახალი სარეკორდო თანხის, 250 მილიონი ევროს გადახდასაც გეგმავს.
ლიგა 1-ის ჩემპიონები რეალში გადაბარგებული კილიან მბაპეს შემცვლელს აქტიურად განიხილავენ და ასეთად სწორედ 16 წლის შემტევი ესახებათ.
პარალელურად ფრანგული კლუბი ხვიჩა კვარაცხელიას შეძენასაც გეგმავს და მიუხედავად ნაპოლის პირველი შეთავაზების უარისა, კლუბი დანებებას არ აპირებს.
შეახსენებთ, რომ ხვიჩა და იამალი დღეს სწორედ ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში თბილისის დროით 23:00 საათზე საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.