ქართველი მწვრთნელი : "თუ ფეხბურთელები ამას იზამენ, ისინი პორტუგალიას დაამარცხებენ" » სპორტის ხაზი

ქართველი მწვრთნელი : "თუ ფეხბურთელები ამას იზამენ, ისინი პორტუგალიას დაამარცხებენ"

ქართველი მწვრთნელი : "თუ ფეხბურთელები ამას იზამენ, ისინი პორტუგალიას დაამარცხებენ"
26-06-2024, 01:37
Aa Aa
გაზიარება:

საბურთალოს ყოფილმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლის შანსები შეაფასა:

პორტუგალიამ ჯგუფიდან გასვლის ამოცანა უკვე გადაჭრა, ამიტომ შეიძლება ითქვას, მათთვის საქართველოსთან მატჩი სავარჯიშო თამაში იქნება. პორტუგალიელები ძირითადის ფეხბურთელებს დაასვენებენ და თავის გამოჩენის შესაძლებლობას სათადარიგოებს მისცემენ. თუმცა, მე ნაკლებად მჯერა, რომ პორტუგალია მთლიანად მეორე შემადგენლობით ითამაშებს. მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი შეიცვლება, რადგან დასვენება ყოველთვის არ იძლევა სარგებელს. მოთამაშეები კარგ კონდიციებში იმყოფებიან და დიდმა შესვენებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც იტყვიან, ყველაფერი მათ ხელშია. ეს სამი ქულისთვის თამაშია, რომელიც საქართველოს ჯგუფიდან მესამე ადგილით გაიყვანს. თუ საქართველოს ნაკრების გასულ ორ შეხვედრას განვიხილავთ, მე ვთვლი, რომ გუნდმა ღირსეულად ითამაშა, მაგრამ ეს პორტუგალიის დასამარცხებლად საკმარისი არაა. ვიცი რა საქართველოს ნაკრებისა და ყოველი ფეხბურთელის პოტენციალი, თუ ბოლომდე დაიხარჯებიან, მაშინ გამარჯვების შანსი აქვთ


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი