თეთრაძე: "აი, რატომ ვერაფერს აკეთებს ხვიჩა ევროპაზე" » სპორტის ხაზი

თეთრაძე: "აი, რატომ ვერაფერს აკეთებს ხვიჩა ევროპაზე"

თეთრაძე: "აი, რატომ ვერაფერს აკეთებს ხვიჩა ევროპაზე"
23-06-2024, 19:18
Aa Aa
გაზიარება:

"რომას" ყოფილმა ქართველმა ფეხბურთელმა ომარ თეთრაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა მიმდინარე კონტინენტის პირველობაზე საკუთარ თავს არ ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ მასზე უარყოფითად პსჟ-სთან დაკავშირებულმა სატრანსფერო ჭორებმა იმოქმედა.

"მისი გონება აშკარად გაფანტულია და ფეხბურთზე უფრო მეტად ტრანსფერზე ფიქრობს - სწორედ ამით არის განპირობებული სუსტი ასპარეზობა.

მე კარგად ვიცნობ ფეხბურთელის ფსიქოლოგიას და ჩემზე უკეთ არავინ იცის, თუ როგორი ცუდია მნიშვნელოვანი ტურნირის წინ მსგავსი სახის სპეკულაციების მოსმენა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით."


- აღნიშნა თეთრაძემ.

ჩეხეთთან დაპირისპირებაში ვილი სანიოლიმ თურქეთისგან განსხვავებით კვარაცხელია მოედანზე სრულად არ ათამაშა და მეორე ტაიმში შეცვალა, რადგან იგი პოტენციალს სრულიად ვერ ავლენდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი