OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს მესამეზე გასვლის რეალურ შანსს აძლევს » სპორტის ხაზი

OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს მესამეზე გასვლის რეალურ შანსს აძლევს

OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს მესამეზე გასვლის რეალურ შანსს აძლევს
25-06-2024, 11:21
Aa Aa
გაზიარება:

სუპერკომპიუტერი და პროგნოზირება გრძელდება. ამჯერად OPTA-ს ვარაუდს გთავაზობთ, რომელსაც სულ არ მიაჩნია, რომ საქართველო ბოლო ტურში ბოლომდეა განწირული.

როგორც ვკითხულობთ, ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ჯგუფში მესამეზე გასვლის მთელ 21%-ს აძლევს, საუკეთესო მესამეადგილოსნის სტატუსით 1/8-ფინალში მოხვედრას კი 10%-ს.

სხვათა შორის, OPTA-ს სუპერკომპიუტერი კიდევ უფრო შორს წავიდა და ისიც თქვა, რომ საქართველოს 1/4-ფინალში გასვლის 1%-იანი შანსი აქვს, იმის იქით კი პროცენტული მაჩვენებელი ყოველი მომდევნო სტადიის მიხედვით იკლებს და ბოლოს ნულსაც უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველო და პორტუგალია 26 ივნისს შეხვდებიან, ჩვენი უმთავრესი მიზანი კი მეტოქის დამარცხება იქნება მიუხედავად იმისა, რომ ქულის აღებითაც იქნება პლეიოფში კვალიფიცირება შესაძლებელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი