დღეს, ჩვენი დროით 21:00 საათზე საქართველოს საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი გაიმართება.
იქამდე კი გთავაზობთ ანალიტიკური და სტატისტიკური პლატფორმის, OPTA-ს ვარაუდს, რომელიც საქართველოსა და ლუქსემბურგის შეხვედრას ეხება.
როგორც სუპერკომპიუტერი ამბობს, ამ წყვილში ფავორიტი საქართველოა, რომელსაც მოგების 51% ეძლევა.
რაც შეეხება ლუქსემბურგს, მას ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ 22%-ს აძლევს.