რამდენიმე საათის წინ, ხელოვნური ინტელექტის კომპანია Olocip-მა სერია A-ში მოთამაშე ფეხბურთელების სარეიტინგო მაჩვენებლები შემოგვთავაზა, რომელიც ესპანურმა Diario AS-მა გაავრცელა.
აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის მფლობელობაში მყოფმა ხელოვნურმა ინტელექტმა იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად რომას შემტევი, პაულო დიბალა დაასახელა - იხილეთ ფოტო.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შედგენილი TOP 5
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო სეზონს ატარებს, უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ყველაფერი ისე მიმდინარეობს, როგორც რომას გულშემატკივრები მოელოდნენ. ნამდვილად სიმართლეა, რომ "ლა ხოია" მაღალი კლასის ფეხბურთელია (10 გოლი და 4 საგოლე პასი/14), თუმცა უფრო ეფექტურია თუ არა მისი მონაცემები ხვიჩა კვარაცხელიას სტატისტიკაზე (9 გოლი და 10 საგოლე პასი/19), ეს ცალკე განსახილველი საკითხია..