რამდენი მოგება აქვს საქართველოს ნაკრებს 2024 წელს? » სპორტის ხაზი

რამდენი მოგება აქვს საქართველოს ნაკრებს 2024 წელს?

რამდენი მოგება აქვს საქართველოს ნაკრებს 2024 წელს?
გუშინ, 23:38
Aa Aa
გაზიარება:

2024 წელიც დასასრულს მიუახლოვდა, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი მიმდინარე წელს ჩასატარებელი მატჩები ბოლომდე ამოწურა.

ჯამში სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა 13 შეხვედრა გამართა, საიდანაც ნაკრებმა 6 მათგანის მოგება მოახერხა. ჩვენმა გუნდმა ისეთი ნაკრებები დაამარცხა, როგორებიცაა ლუქსემბურგი, საბერძნეთი (პენალტებით), მონტენეგრო, პორტუგალია, ჩეხეთი და ალბანეთი, ამ გამარჯვებებში კი ბევრი იყო სახასიათო. მაგალითად, ბერძნებთან მოგებით ევროზე გავედით, სადაც ვარსკვლავური პორტუგალია თავის რონალდუთი დავამარცხეთ. გარდა ამისა, ჩეხებთანაც ბრწყინვალე მატჩი მოვიგეთ, რომელიც, შესაძლოა, რომ სანიოლის ეპოქაში ყველაზე ლამაზი გამარჯვებაც კი გახლდათ.

რაც შეეხება მარცხს, ის 5-ჯერ ვიწვნიეთ. საქართველომ მიმდინარე წელს თურქეთთან, ესპანეთთან, უკრაინასთან, ალბანეთთან და ჩეხეთთან წააგო, თანაც ისე, რომ თითოეულმა თავისებური შეგრძნება დაგვიტოვა. მაგალითად, თურქეთთან ევროზე დებიუტი გვქონდა და ვინ იტყვის, რომ იმ მატჩში წაგებას ვიმსახურებდით.. ესპანელებმა თვით ევროს პლეიოფში მოგვიგეს, ჩეხებთან კი ერთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი დავთმეთ.

დარჩა ფრე, რომელიც სულ 2 იყო, - ერთი ჩეხეთთან, მეორე კი უკრაინასთან, არადა მოგება შეგვეძლო როგორც ერთი, ისე მეორე შეხვედრის.

მოკლედ, წელი მაინც დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ევროზე წარმატებით გამოსვლას მეორე პლანზე ვერ გადავწევთ. კი, იყო წლის ბოლოს ჩავარდნა და ცუდი მატჩები, მაგრამ საერთო სურათი არც თუ ისე ცუდია, უბრალოდ ბოლო ნაკბენი მწარედ დაგვამახსოვრდა. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კონტრაქტი გაახანგრძლივა და ვიმედოვნოთ, რომ მასთან ერთად საქართველოს მომდევნო გაჩერება მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი