CalcioNapoli24: "სიტუაცია იძაბება, ჯუღელმა ხვიჩასთვის მოთხოვნები გაზარდა" » სპორტის ხაზი

CalcioNapoli24: "სიტუაცია იძაბება, ჯუღელმა ხვიჩასთვის მოთხოვნები გაზარდა"

CalcioNapoli24: "სიტუაცია იძაბება, ჯუღელმა ხვიჩასთვის მოთხოვნები გაზარდა"
24-06-2024, 19:12
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელია და მისი მომავალი იტალიური მედიის ყოველდღიური სასაუბრო თემაა. აქამდე ვიცოდით, რომ ფეხბურთელის დამატებას პსჟ ცდილობს, ფრანგულ კლუბში გადასვლის იდეა ქართველის საფეხბურთო აგენტს, მამუკა ჯუღელს და ხვიჩას მამას, ბადრი კვარაცხელიასაც მოსწონს, თუმცა ნაპოლი თავისი ლიდერის გაშვებას ასე მარტივად არ აპირებს.

რამდენიმე საათის წინ პარტენოპეისთან დაახლოებულმა გამოცემამ, CalcioNapoli24-მა ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ვიგებთ, რომ მამუკა ჯუღელმა იტალიური კლუბის წარმომადგენლებს მოთხოვნები შეუცვალა და ახლა ფეხბურთელისთვის ხელფასის სახით 8 მილიონს ითხოვს.

ადრე ცნობილი იყო, რომ "კვარადონას" გარემოცვა მის სანაცვლოდ ნეაპოლელებისგან 4.5 ხუთ მილიონს ითხოვდნენ, თუმცა როგორც სჩანს სიტუაცია შეიცვალა და ფეხბურთელის მხარემ თავისი გადაწყვეტილება შეცვალა.

CalcioNapoli24: "სიტუაცია იძაბება, ჯუღელმა ხვიჩასთვის მოთხოვნები გაზარდა"

კვარაცხელია პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება

ეს ლოგიკურიც არის! პირველი მიზეზი ამის ვიქტორ ოსიმენი გახლავთ, რომელსაც კონტრაქტი გაუხანგრძლივეს და ხელფასი 10 მილიონამდე გაუზარდეს. ასევე, პსჟ, რომელიც კვარაცხელიას გადაბირებას აქტიურად ცდილობს, შემტევს წელიწადში 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ამ სიტუაციის ფონზე კი აშკარაა, რომ წინ ძალიან საინტერესო ზაფხული გველის. თუმცა, მანამდე ხვიჩას ევროპის ჩემპიონატის ბოლო მატჩი პორტუგალიასთან ელოდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი