მოურინიომ მიქაუტაძე მოითხოვა » სპორტის ხაზი

მოურინიომ მიქაუტაძე მოითხოვა

მოურინიომ მიქაუტაძე მოითხოვა
23-06-2024, 21:33
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ "ფენერბახჩეს" სათავეში ჟოზე მაურინიო ჩაუდგა, რომელიც შეეცდება, მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზოს და თურქეთის ჩემპიონი გახდეს.

თურქული გამოცემა Sabah იუწყება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი გიორგი მიქაუტაძის პერფომანსით მოხიბლულია და მისი გადაბირება ძალიან სურს.

ჟოზე ევროპის ჩემპიონატს აქტიურად ადევნებს თვალს და, რა თქმა უნდა, გიორგის თამაშის ყურებაც მის ინტერესებშია.

ჯერ-ჯერობით სხვა კონკრეტული დეტალები უცნობია, მაგრამ თურქებს რომ გიორგის ტრანსფერში "მონაკოც" შეეცილება, ამაში ორი აზრიც არაა. თუმცა მის მსურველებში "ლიონი", "რენი", "მარსელი" და "ლანსიც" არიან. ძირითადად ფრანგული კლუბები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი