ნაპოლიში ახალი სპორტული დირექტორი დაინიშნა » სპორტის ხაზი

ნაპოლიში ახალი სპორტული დირექტორი დაინიშნა

ნაპოლიში ახალი სპორტული დირექტორი დაინიშნა
29-05-2024, 22:16
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოლიში ახალ სპორტულ დირექტორად ჯოვანი მანა დაინიშნა, რის შესახებაც შეთანხმება არაფორმალურად შემდგარი უკვე იყო.

ჯოვანი მანამ ნაპოლიში მაურო მელუზო ჩაანაცვლა, რომელიც კლუბში სპორტულ დირექტორად 2023 წლის სეზონში მუშაობდა.

ბოლო სამ წელში ნაპოლიმ სპორტული დირექტორი უკვე მესამედ გამოიცვალა. მანამდე და მელუზომდე ამ თანამდებობაზე პარტენოპეიში კრისტიანო ჯუნტოლი მუშაობდა.

ჯოვანი მანა ნაპოლიმდე ტურინის იუვენტუსში მუშაობდა. ის "ბებერ ქალბატონში" 2019 წლიდან ეხმარებოდა სპორტული ტრანსფერების განხორციელებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი