ვარსკვლავს შეუწყვილდება - ხვიჩა ნაპოლიში ახალი დუეტის ჩამოყალიბებასთან ახლოსაა » სპორტის ხაზი

ვარსკვლავს შეუწყვილდება - ხვიჩა ნაპოლიში ახალი დუეტის ჩამოყალიბებასთან ახლოსაა

ვარსკვლავს შეუწყვილდება - ხვიჩა ნაპოლიში ახალი დუეტის ჩამოყალიბებასთან ახლოსაა
28-05-2024, 11:25
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეებში თითქმის ყველა სანდო წყარო წერს იმის შესახებ, რომ ნაპოლიში ახალი სეზონიდან ფრანჩესკო კალცონა ანტონიო კონტემ უნდა ჩაანაცვლოს.

ამ თემას Corriere della Sera განავრცობს და წერს, რომ კონტესთან ერთად ნაპოლიში რომელუ ლუკაკუს გადასვლის შანსებიც არსებობს, რომელიც ახლა რომაშია განათხოვრებული, ისე კი ბელგიელი ჩელსის საკუთრება გახლავთ.

აღნიშნული გამოცემა ლუკაკუს პოტენციურ ტრანსფერს ვიქტორ ოსიმენის გუნდიდან წასვლას უკავშირებს. ცხადია, თუ ნიგერიელი ნაპოლის დატოვებს, დე ლაურენტისს მის ჩასანაცვლებლად ნამდვილი ვარსკვლავის მოძებნა მოუწევს, ერთ-ერთი ვარიანტი კი სწორედ რომელუ ლუკაკუა.

სხვათა შორის, იქედან გამომდინარე, რომ ლუკაკუ ჩელსის საკუთრებაა და ოსიმენსაც სწორედ ამ კლუბს უკავშირებენ, ჩნდება შესაძლებლობა, რომ გუნდებმა ფეხბურთელები უბრალოდ გაცვალონ.

ბელგიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირმა 2023/2024 წლების სერია A-ში რომასთვის 13 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი