"ნაპოლის ჩემპიონობიდან განსაკუთრებით ეს 4 ფეხბურთელია გამოსარჩევი" - ანტონიო კონტე » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ჩემპიონობიდან განსაკუთრებით ეს 4 ფეხბურთელია გამოსარჩევი" - ანტონიო კონტე

"ნაპოლის ჩემპიონობიდან განსაკუთრებით ეს 4 ფეხბურთელია გამოსარჩევი" - ანტონიო კონტე
16-06-2023, 17:33
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ეროვნული ნაკრების, ტურინის იუვენტუსისა და მილანის ინტერის ყოფილმა დამრიგებელმა, ანტონიო კონტემ არეცოში პრესკონფერენცია გამართა, სადაც მან ნაპოლის ტრიუმფის შესახებ ისაუბრა და ის ფაქტორები გამოარჩია, რამაც კლუბს წარმატებაში ხელი ყველაზე მეტად შეუწყო:

"უპირველეს ყოვლისა, მსურს, რომ ეს გამარჯვება ლუჩანო სპალეტის, მის ფეხბურთელებსა და მთლიანად კლუბს მივულოცო. რა თქმა უნდა, ნაპოლისთან ერთად ტიტულის მოგება საკმაოდ რთული საქმეა, ლუჩანომ კი ამის გაკეთება შეძლო, რაშიც ფეხბურთელთა სწორი სელექცია დაეხმარა. ნაპოლი მთელი სეზონის განმავლობაში ლამაზად თამაშობდა და მიუხედავად მათი აქტიური პრესინგისა, მოთამაშეები დაცვაში თამაშსაც არ თაკილობდნენ."

"ფეხბურთელთა სელექცია ვახსენე და ამ თვალსაზრისით, ნაპოლიში ყველასგან გამოსარჩევი რამდენიმე მოთამაშე არსებობს, ესენი ხვიჩა კვარაცხელია, კიმ მინ-ჯე, ვიქტორ ოსიმენი და სტანისლავ ლობოტკა არიან. პირველი ორი მათგანი კლუბის სტაბილურ წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. რაც შეეხება ოსიმენსა და ლობოტკას, ისინი ძალიან გაიზარდნენ, დაიხვეწნენ და მათთვის როლის მორგება სპალეტიმ შესანიშნავად შეძლო."
- თქვა კონტემ

სხვათაშორის, ანტონიო ლუჩანო სპალეტის ნაპოლიდან წასვლის ფაქტსაც გამოეხმაურა იმის ფონზე, რომ კონტეს სპალეტის შემცვლელად თავადვე მოიაზრებდნენ. მან სპალეტის ნაპოლიდან წასვლას სამწუხარო უწოდა და აღნიშნა, რომ ლუჩანოს გამარჯვების ციკლის ხელახლა დაწყება შეეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი