Calcionapoli: "კონტეს ხვიჩას პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის მოყვანა სურს" » სპორტის ხაზი

Calcionapoli: "კონტეს ხვიჩას პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის მოყვანა სურს"

Calcionapoli: "კონტეს ხვიჩას პოზიციაზე კიდევ ერთი ფეხბურთელის მოყვანა სურს"
27-05-2024, 20:35
Aa Aa
გაზიარება:

სულ რამდენიმე დღეში ნაპოლიში ანტონიო კონტეს მისვლა ოფიციალურად დადასტურდება - იტალიელი "პარტენოპეის" ჩაიბარებს.

კონტეს დე ლაურენტისის შეთავაზება და იტალიური კლუბის პროექტი მოსწონს, თუმცა შედეგების მისაღწევად შემადგენლობის გადახალისებაა საჭირო.

როგორც ვიცით ჟელინსკი ამ ზაფხულს კლუბს ტოვებს და ინტერში მიდის. დიდია ალბათობა იგივე ვიხილოთ ლობოტკას შემთხვევაში.

ბოლო დღეებია კი იწერება, რომ ნეაპოლის დატოვება გუნდის კაპიტანს, დი ლორენცოს სურს, რომელმაც თავისი სურვილი პრეზიდენტს უკვე განუცხადა.

ამ სიტუაციის ფონზე კი კონტეს პირველ რიგში ახალი ვინგერი სჭირდება. Calciomercato კი ამ თემაზე საინტერესო სიახლეს ავრცელებს და აცხადებს, რომ შესაძლოა იუვენტუსმა და ნაპოლიმ დი ლორენცო და ფედერიკო კიეზა ერთმანეთში გაცვალონ. კონტეს ისეთი ფეხბურთელი სჭირდება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიასა და მარჯვენა პოზიციაზე თანაბრად ითამაშებს, ევროპის ჩემპიონი კი ამ სქემაში იდეალურად ერთვება.

ჯერჯერობით ეს ნაპოლისთან დაახლოებული წყაროს არაოფიციალური ვარაუდია, თუმცა არაა გამორიცხული სიტუაცია ამ მხარესაც შემოტრიალდეს...


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი