კვარამ და ოსიმენმა მსუბუქად ივარჯიშეს - განახლებული ინფორმაცია პარტენოპეის ლაზარეთზე » სპორტის ხაზი

კვარამ და ოსიმენმა მსუბუქად ივარჯიშეს - განახლებული ინფორმაცია პარტენოპეის ლაზარეთზე

კვარამ და ოსიმენმა მსუბუქად ივარჯიშეს - განახლებული ინფორმაცია პარტენოპეის ლაზარეთზე
4-08-2023, 14:55
Aa Aa
გაზიარება:

დღეს ნაპოლიმ კასტელ დი სანგროს სამწვრთნელ ბანაკში მორიგი სავარჯიშო სესია ჩაატარა. ჟირონასთან ჩატარებული ამხანაგურის შემდეგ, იტალიური კლუბი კიდევ ერთი არაოფიციალური მატჩისთვის ემზადება.

ამ სესიის შესახებ და პარტენოპეის ლაზარეთზე ახალი ინფორმაცია calciomercato-მ გაავრცელა - როგორც წყარო აცხადებს გოლინიმ გრიპის გამო ვერ ივარჯიშა. გუნდს მარჯვენა ფეხის კუნთების ტკივილის გამო ასევე ზამბო ანგისა გამოაკლდა.

ქართველი გულშემატკივრების მთლიანი ყურადღება კი ხვიჩა კვარაცხელიასკენ არის მიმართული, რომელმაც ჟირონასთან მატჩის დროს ფეხი იტკინა და მოედანი მალევე დატოვა. თუმცა, როგორც ზემოთხსენებულმა გამოცემამ განაცხადა, ქართველი ფეხბურთელი და პარტენოპეის ერთ-ერთი ლიდერი, ვიქტორ ოსიმენი დღეს სპორტდარბაზში მსუბუქად ვარჯიშობდნენ და არცერთის დაზიანება სერიოზული არ არის.

დიდია ალბათობა იმისა, რომ აუგსბურგთან მატჩი ორივე ფეხბურთელმა გამოტოვოს, რადგან სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება და გუნდისთვის მნიშვნელოვანია როგორც ნიგერიელის, ასევე ახალგაზრდა ვინგერის საუკეთესო ვერსია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი