Calcionapoli ჯოვანი დი ლორენცოს აგენტის ხმაურიან განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ნაპოლის კაპიტანი გუნდიდან წასვლასთან ახლოსაა:
"იმედი გვაქვს, რომ დე ლაურენტისი ჯოვანის შემცვლელს მალე მონახავს, ფანები კი მას ჯოსავით შეიყვარებენ", - ამბობს დი ლორენცოს აგენტი
სხვათა შორის, აქვე გეტყვით, რომ ნაპოლიმ მარჯვენა მცველი მართლაც დაიმატა (მაძოკი სალერნიტანადან), რაც შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ კაპიტანი გუნდიდან მიდის.
ცნობისთვის, ჯოვანი დი ლორენცო პარტენოპეიში 2019/2020 წლების სეზონიდან თამაშობს, მანამდე კი მას ემპოლიში, მატერაში, რეჯიო კალაბრიასა და კუნეოში უთამაშია.