Calcionapoli-ის ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი გეგმავს, რომ ანტონიო კონტეს მსუყე და სარფიანი შეთავაზება გაუკეთოს.
ნაპოლის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სწორედ კონტეს ძალუძს პარტენოპეისთვის ძველებური სახის დაბრუნება, როცა გუნდმა სერია A-ს მოგება ერთი ამოსუნთქვით შეძლო.
ნაპოლის მიმდინარე მწვრთნელს, ფრანჩესკო კალცონას ხელშეკრულება სეზონის ბოლოს ეწურება და დიდია შანსი იმისა, რომ მან ნაპოლისთან კონტრაქტი არ გაახანგრძლივოს.
შესაბამისად, თუ კალცონა წავა (დიდი ალბათობით, ეს ასეც იქნება), აურელიო დე ლაურენტისისთვის პირველი არჩევანი ანტონიო კონტე იქნება.