რატომ დაინიშნა გარსია ნაპოლიში? - იხილეთ დეტალური განმარტება » სპორტის ხაზი

რატომ დაინიშნა გარსია ნაპოლიში? - იხილეთ დეტალური განმარტება

რატომ დაინიშნა გარსია ნაპოლიში? - იხილეთ დეტალური განმარტება
16-06-2023, 15:49
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლის ახალი მწვრთნელის ვინაობა გუშინ ოფიციალურად გახდა ცნობილი, ის 59 წლის რუდი გარსიაა, რომელმაც სხვადასხვა წყაროს ცნობით, პარტენოპეისთან კონტრაქტი 2 წლით გააფორმა, რასაც თან ერთვის დამატებით 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობაც.

აღსანიშნავია, რომ რუდი გარსია აურელიო დე ლაურენტისისთვის ფავორიტი არჩევანი ნამდვილად არ ყოფილა, პირიქით, ნაპოლის პრეზიდენტის სიაში გარსიამდე სხვა არაერთი სპეციალისტის გვარს შეხვდებოდით, თუმცა საბოლოო არჩევანი მაინც რუდიზე შეჩერდა, რაც სხვადასხვა მიზეზით აიხსნება, ერთ-ერთი უმთავრესი კი ფინანსებია.

სწორედ ფინანსების გამო ვერ მიაღწია ნაპოლიმ შეთანხმებას ლუის ენრიკესთან, რომელიც დე ლაურენტისისთვის პირველ არჩევანს წარმოადგენდა. საგულისხმოა ისიც, რომ იულიან ნაგელსმანთან შეთანხმება ასევე ფინანსური ფაქტორის გამო ჩაიშალა.

ცალკეა გამოსაყოფი ანტონიო კონტესა და ჯან პიერო გასპერინის შემთხვევებიც. ორივე სპეციალისტი 3-4-3 ტაქტიკით თამაშობს, ნაპოლიში კი სურთ, რომ ახალმა დამრიგებელმა ნაცადი ტაქტიკა, ანუ 4-3-3 გამოიყენოს. შესაბამისად, კონტე და გასპერინი დე ლაურენტისს არ გამოადგებოდა.

იყო ვინჩენცო იტალიანოს ვარიანტიც, რომელსაც იტალიური მედია ფავორიტად მიიჩნევდა, თუმცა მან ბოლო პერიოდში ფიორენტინაში დარჩენა გადაწყვიტა, ნაპოლის კი ორი ვარიანტი, კრისტოფ გალტიე და რუდი გარსია შერჩა. პირველი მათგანი ნაპოლის L'equipe-მ დაუკავშირა, თუმცა როგორც შემდეგ დაიწერა, კრისტოფი 1 წლით შვებულებაში გასვლას გეგმავს, პარტენოპეისთვის კი ერთადერთ ვარიანტად რუდი გარსია დარჩა..


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი