"არავის გაყიდვა არ მოგვიწევს, ფეარ პლეის ზედმიწევნით ვიცავთ" - მაურისიო პოჩეტინო » სპორტის ხაზი

"არავის გაყიდვა არ მოგვიწევს, ფეარ პლეის ზედმიწევნით ვიცავთ" - მაურისიო პოჩეტინო

"არავის გაყიდვა არ მოგვიწევს, ფეარ პლეის ზედმიწევნით ვიცავთ" - მაურისიო პოჩეტინო
8-01-2024, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის ჩელსის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო კლუბის ირგვლივ არსებულ ჭორებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ჩელსი საჭიროების შემთხვევაში ფეხბურთელებს დაიმატებს.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბს ფინანსურ ფეარ პლეისთან პრობლემები აქვს და ბალანსის აღსადგენად რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევდათ, მათ შორის წლევანდელ სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელის, კონორ გალაჰერის.

თუმცა, ამ ჭორებს მაიურისიო პოჩეტინომ უპასუხა და განაცხადა, რომ გუნდს ეს საფრთხე არ ემუქრება და თუ ვინმეს შეძენა მოუნდათ ამისათვის ფეხბურთელის გაშვება არ დასჭირდებათ.

ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ჯერ ჩელსის ხმაურიანი ტრანსფერი არ განუხორციელებია, რაც შეეხება მათ სატურნირო მდგომარეობას, ლონდონელები პრემიერ ლიგაში მეათე ადგილს იკავებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.