"შენი შემოთავაზება მაცდური ჩანს" - ილია თოფურიას ძმა ვოლკანოვსკის მეგობარმა გამოიწვია » სპორტის ხაზი

"შენი შემოთავაზება მაცდური ჩანს" - ილია თოფურიას ძმა ვოლკანოვსკის მეგობარმა გამოიწვია

"შენი შემოთავაზება მაცდური ჩანს" - ილია თოფურიას ძმა ვოლკანოვსკის მეგობარმა გამოიწვია
7-12-2023, 22:02
Aa Aa
გაზიარება:

ალექსანდრ ვოლკანოვსკის მეგობარმა, ჯასტინ ვან ჰეერდენმა ილია თოფურიას ძმა ალექსანდრე თოფურია გამოიწვია. ამ ამბავს ვოლკანოვსკიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ბრძოლა 17 თებერვალს, იმავე ქარდზე უნდა შედგეს, სადაც იგი ილიასთან იჩხუბებს. ალექსანდრე თოფურიამ ვოლკანოვსკისა და მის მეგობარს უპასუხა:

''შენი შემოთავაზება მაცდური ჩანს, ალექს, მაგრამ 17 თებერვალს მე სხვა გამოწვევა მაქვს. უნდა ვნახო, როგორ მოირგებს ჩემი ძმა თავის ზომაზე UFC-ს ქამარს. ახლა მთელი ყურადღება ამ ამბავზე მაქვს გადატანილი. ამის ბრძოლის შემდეგ, ვიჩხუბოთ, პრობლემა არ იქნება'' - წერს თოფურია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი