"მაცარი ამ საშინელ მსაჯობაზე საუბარს არ აპირებს" - ნაპოლის სპორტული დირექტორის განცხადება » სპორტის ხაზი

"მაცარი ამ საშინელ მსაჯობაზე საუბარს არ აპირებს" - ნაპოლის სპორტული დირექტორის განცხადება

"მაცარი ამ საშინელ მსაჯობაზე საუბარს არ აპირებს" - ნაპოლის სპორტული დირექტორის განცხადება
4-12-2023, 13:14
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-14 ტურში "ნაპოლიმ" "ინტერს" უმასპინძლა და 0:3 წააგო და გათამაშების ლიდერს 11 ქულით დაშორდა.

ანგარიშის მიუხედავად ნეაპოლელები მატჩის შემდეგ მსაჯზე აპელორებდნენ და თავს დავაგრულად აცხადებდნენ, მათი აზრით, პირველი გოლის ეპიზოდშიი ლაუტარო ლობოტკაზე თამაშის წესებს არღვევდა, ამის შემდეგ კი ოსიმენზე პენალტი არ დანიშნეს.

მოგეხსენებათ, მაძარიმ დაბრუნების შემდეგ აღნიშნა, რომ მსაჯებთან კომფლიქტებში აღარ შევა, ამიტომ. მის ნაცვლად "ნაპოლიზე" გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ ისაუბრა :

ვალტერი ამ თემაზე არ ისაუბრებს. არ მოვერიდები თქმას და ვიტყვი, რომ VAR-მა და მთავარმა მსაჯმა ცუდად იმუშავეს. ფსიქოლოგიურად ყოველთვის რთულია პირველი გოლის გაშვება, თანაც მაშინ, როცა შენს თანაგუნელზე აშკარად წესები ირღვევა.

ოსიმენია ეპიზოდიც ცხადია დარღვევა იყო, არ მესმის აქ პენალტი როგორ არ დაინიშნა. ანდაც, ეპიზოდი როგორ არ გადამოწმდა მონიტორზე.

მე ტრიბუნიდან დავინახე, ლაუტაროს უხეშობა ლობოტკას წინააღმდეგ და მსაჯს როგორ გამოეპარა?

გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ ასეთ სამსაჯო პირობებშ ამის ტაბლოზე ასახვა რთულია.- აცხადებს მაურო მელუზო.

ამ ტურში "ნაპოლის" კონკურენტმა "რომამ" მოიგო, შესაბამისად ეს გუნდები 24 ქულით იტალიის ჩემპიონატის მე-4 ადგილს იყოფენ, ხოლო ცხრილის ლიდერ "ინტერათან" 11 ქულიანი ჩამორჩენა აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.