"შენ და შენი გუნდელები მშიშრები ხართ" - როდრიგოს მიმართვა ლეო მესის » სპორტის ხაზი

"შენ და შენი გუნდელები მშიშრები ხართ" - როდრიგოს მიმართვა ლეო მესის

"შენ და შენი გუნდელები მშიშრები ხართ" - როდრიგოს მიმართვა ლეო მესის
30-11-2023, 19:56
Aa Aa
გაზიარება:

ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ "რეალის" ახალგაზრდა ბრაზილიელ შემტევს ჟურნალისტებმა მესისთან შელაპარაკებაზე დაუსვეს შეკითხვა.

ფეხბურთელის განცხადებით ამ თემაზე საუბრის უფლებას კლუბი არ აძლევს.

არგენტინისა და ბრაზილიის ბოლო დაპირისპირება მარაკანაზე ძალიან დაძაბული აღმოჩნდა, გულშემატკივრებს შორის მატჩის დაწყებამდე დაძაბულობა სუფევდა რაშიც პოლიცია უხეში ფორმებით ჩაერია და არგენტინელ ფანებს სასტიკად გაუსწორდნენ, მომხდარზე არგენტინის ფეხბურთელებს მწვავე რეაგირება ჰქონდათ და ფეხბურთელები გასახდელისკენ გაემართნენ და მატჩის გადადება სცადეს, რა დროსაც როდრიგო მესისთან მივიდა და უთხრა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მშიშრები არიან.

მესიმ ახალგაზრდა ბრაზილიელს უპასუხა, რომ მშიშრები კი არა მსოფლიოს ჩემპიონები არიან და როდრიგოს კისერშიც მოუჭირა ხელი.

შეხვედრის შემდეგ როდრიგომ უამრავი რასისტული შეტყობინება მიიღო, ხოლო მამამისმა მესის საქციელი საჯაროდ დაგმო.

ამის მიუხედავად როდრიგოსთვის შედეგიანი სეზონი გრძელდება და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 19 შეხვედრაში, 8 გოლი და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.