მესიმ CBC-ის სტუდიაში მისვლაზე უარი ჯეიმი კარაგერის გამო განაცხადა » სპორტის ხაზი

მესიმ CBC-ის სტუდიაში მისვლაზე უარი ჯეიმი კარაგერის გამო განაცხადა

მესიმ CBC-ის სტუდიაში მისვლაზე უარი ჯეიმი კარაგერის გამო განაცხადა
30-11-2023, 18:59
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინისა და "ინტერ მაიამის" კაპიტანი ლეო მესი "ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელისა და ამჟამად CBC-ის ჟურნალისტ ჯეიმი კარაგერთან საჯარო დაპირისპირებაშია.

როგორც გადაცემაში ისაუბრეს, მესი სტუდიაშ დაპატიჟეს, თუმცა კლუბმა ოფიციალურ პასუხში დაწერა, რომ მათი კაპიტანი იმ გადაცემაში არასდროს მივა სადაც თანაწამყვანი ჯეიმი კარაგერია.

ლეო მესისა და კარაგერის დაპირისპირებაზე აქამდეც იყო ცნობილი, როგორც ვეტერანი ფეხბურთელი იხსნებს მესიმ მას პირად შეტყობინებებში ვირიც უწოდა, დეტალები უცნობია, თუმცა როგორც ამბობენ, ამის მიზეზი კარაგერის კომენტარი გახდა, რომელმაც მესის "პსჟში" გადასვლას კლუბის მხრიდან უკან გადადგმული ნაბიჯი უწოდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს მესიმ "პსჟ" დატოვა და სათამაშოდ ამერიკაში, "ინტერ მაიამიში" უფასოდ გადაბარგდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.