უკვე 100! - სიმეონემ თავისი შედეგი გააუმჯობესა » სპორტის ხაზი

უკვე 100! - სიმეონემ თავისი შედეგი გააუმჯობესა

უკვე 100! - სიმეონემ თავისი შედეგი გააუმჯობესა
29-11-2023, 15:51
Aa Aa
გაზიარება:

გასულ ღამეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მადრიდის "ატლეტიკო" გასვლაზე "ფეინოორდი" ესტუმრა, 3:1 მოიგო და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე ეს გუნდის მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონესთვის საიუბილეო მე-100 შეხვედრა გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ არგენტინელი სპეციალისტი სერ ალექს ფერგიუსონისა და არსენ ვენგერის შემდეგ გახდა პირველი , რომელმაც ერთი და იგივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის 100 და მეტ შეხვედრაში გაწვრთნა.

ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედში" ეს 190 შეხვედრა დააფიქსირა, ვენგერმა კი აღნიშნული "არსენალში" 177-ჯერ გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.