"მისი ხელფასი ფეხბურთის ღმერთების შეურაცხყოფაა" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე წერს » სპორტის ხაზი

"მისი ხელფასი ფეხბურთის ღმერთების შეურაცხყოფაა" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე წერს

"მისი ხელფასი ფეხბურთის ღმერთების შეურაცხყოფაა" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე წერს
27-11-2023, 10:19
Aa Aa
გაზიარება:

"ატალანტას" წინააღმდეგ, "ნაპოლის" ქართველმა შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ გაიბრწყინა და გუნდის მოგებაში დიდი ამაგი დაიდო.

ქართველმა ფეხბურთელმა ბერგამოელებს ბრწყინვალე თავური დარტყმით გაუტანა და "ნაპოლის" მნიშვნელოვანი გამარჯვების მიღწევაში დაეხმარა.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელიას ანაზღაურება მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე დაბალია. ამ საკითხზე იტალიური Corriere dello Sport წერს.

„ბიჭი, რომელიც ფეხბურთის მოედანზეც კი ფეხის წვერებით მოძრაობს. როცა ის თავის ანაზღაურებას იღებს, ქვებმაც კი იციან, რომ მისი ხელფასი ფეხბურთის ღმერთების შეურაცხყოფაა.“ - წერენ იტალიელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.