რა შანსი აქვს "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე? - სუპერკომპიუტერის პროგნოზი » სპორტის ხაზი

რა შანსი აქვს "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე? - სუპერკომპიუტერის პროგნოზი

რა შანსი აქვს "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე? - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
7-11-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

სტატისტიკურმა სააგენტომ, Opta-მ საკუთარ სუპერკომპიუტერს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარი ფავორიტის გამოვლენა დაავალა. Opta-მ შედეგები საფეხბურთო სამყაროს გაუზიარა და გუნდების ფინალში გასვლის შანსებიც შემოგვთავაზა.

პირველ ადგილს "მანჩესტერ სიტი“ იკავებს. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „ქალაქელების“ ჩემპიონობის შანსი 32.4 პროცენტია, ფინალში გასვლის - 49.3%. მეორე ადგილზე მადრიდის "რეალი" იმყოფება – 13.1 პროცენტი (ფინალში გასვლის - 25.2), მესამე კი მიუნხენის "ბაიერნია“ – 12.9 პროცენტი (ფინალში გასვლის - 25.4).

Opta-ს მიხედვით, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის“ ჩემპიონობის შანსი 3.1 პროცენტია. 94.5 პროცენტია ალბათობა იმისა, რომ ქართველი შემტევის გუნდი ჯგუფურ ეტაპს დაძლევს და მერვედფინალში გავა. "პარტენოპეის" მეოთხედფინალში გასვლის შანსი 41.9 პროცენტია, ნახევარფინალში - 18.9%, ფინალში - 7.6%

იხილეთ სრული სია:

რა შანსი აქვს "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგაზე? - სუპერკომპიუტერის პროგნოზი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.