ფეხბურთიგვერდი 337
იტალიური მედია: "აი, რატომ სურს პსჟ-ს კვარა მბაპეს შემცვლელად
ბოლო დროს ხვიჩა კვარაცხელიას "პსჟ"-ს ძალიან ხშიტად უკავშირებენ. მაგალითად, "dello Sport Corriere" წერს სტატიას, სადაც ახსენებს, თუ რატომ სურთ პარიზელებს ქართველი ფეხბურთელი.

"მბაპეს წასვლის დადასტურების შემდეგ პარიზელებს 7 ნომერი ვაკანტური აქვთ და ეს კვარაცხელიას საყვარელი ციფრია. პარიზელები არ ეძებენ მესისა და ნეიმარის კალიბრის ფეხბურთელს, არამედ მას, ვისაც შეჯდარებით ნაკლებად დიდებული იმიჯი აქვს, ასეთი კი ხვიჩაა, რომელიც ლუის ენრიკეს ფეხბურთს კარგად მოერგება.

"ფრანგებმა იციან, რომ ხვიჩას "ნაპოლისთვის" წართმევა მარტივი არ იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კვარას აგენტი პარიზელებს უკვე შეხვდა, კლუბს ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა ისინი უფრო იმას ელოდებიან, რომ "ნაპოლიმ" საბოლოოდ დაადასტუროს ქართველთან კონტრაქტის არ გახანგრძლივების შესახებ.

"ხვიჩას ფასი ამჟამად 100 მლნ ევროზე მაღლა მერყეობს, რადგან მის კონტრაქტში გამოსასყიდი თანხა არ არის მითითებული. ამრიგად, ფრანგებს ქართველის გაფორმება დაახლოებით 130 მლნ ევრომდე დაუჯდებათ, რისი გადახდაც არ გაუჭირდებათ, იქიდან გამომდინარეც, რომ მბაპე აღარ ეყოლებათ სარჩენი", - ვკითხულობთ სტატიაში.
12-05-2024, 19:29
VIDEO: უკვე მესამედ, ლობჟანიძე საუკეთესოდ დაასახელეს და მან ტრადიცია არ დაარღვია
MLS-ში "ატალანტა იუნაიტედისა" და "დისი იუნაიტედის" მორიგი დაპირისპირება ვიხილეთ, სადაც ამჯერად სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 2-3 დაამარცხეს.
12-05-2024, 18:19
რა პასუხი გასცა ანჩელოტიმ ჟურნალისტებს, რომცა მბაპეზე ჰკითხეს
მოგეხსენებათ, რომ კილიან მბაპემ "პსჟ"-დან წასვლის შესახებ უკვე განაცხადა, მის მომდევნო კლუბად კი "რეალ მადრიდი" სახელდება.
12-05-2024, 13:29
მიუხედავად იმისა, რომ ბმაპე უფასოდ მიდის, პსჟ 200 მლნზე მეტს გამოიმუშავებს
მიუხედავად იმისა, რომ კილიან მბაპე "პსჟ"-ს თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, კლუბი მისი ტრანსფერით მაინც იხეირებს.
12-05-2024, 12:55
რაზე და რომელ კლუბებს უთხრა ურაი მბაპემ
როგორც იცით, კილიან მბაპემ "პსჟ"-ს შემადგენლობა დატოვა, რაზეც კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, თუმცა მას მისი მომდევნო არ დაუსახელებია კლუბი.
12-05-2024, 12:03
როგორი იქნება რეალის შემადგენლობა თუ მბაპე მათ შეუერთდება
როგორც იცით, კილიან მბაპემ "პსჟ"-ს შემადგენლობა დატოვა, რაზეც კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა, თუმცა მას არ დაუსახელებია მისი მომდევნო კლუბი.
12-05-2024, 11:36
მესისა და რონალდუზე უფრო მაგიური - ვინ არის დეკუსთვის საუკეთესო თანაგუნდელი
"ბარსელონას" ყოფილმა პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა დეკუმ ის საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა.
12-05-2024, 10:25