არსენალმა თავისი რეკორდი გააუმჯობესა » სპორტის ხაზი

არსენალმა თავისი რეკორდი გააუმჯობესა

არსენალმა თავისი რეკორდი გააუმჯობესა
12-05-2024, 23:13
Aa Aa
გაზიარება:

ლონდონის "არსენალმა" დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" მათსავე სტადიონზე მინიმალური სხვაობით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით "მეთოფეებმა" თავისი რეკორდი გააუმჯობესეს. კერძოდ, აქამდე ლონდონელებს პრემიერ ლიგის ერთ სეზონში მაქსიმუმ 26 მოგება ჰქონდათ, დღეს მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი რეკორდი 27-მდე გაზარდეს.

ამ მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად "არსენალს" კარგი შანსი აქვს, რადგან მომდევნო, ჩემპიონატის ბოლო ტურში ისინი "ევერტონს" უმასპინძლებენ, რომელიც პრემიერ ლიგაში მე-15 ადგილასაა.

იქ მოპოვებული გამარჯვებით შესაძლოა "მეთოფეებმა" ინგლისის ჩემპიონობის ტიტულიც კი მოიპოვონ, იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ სიტი" "ტოტენჰემემთან" და/ან "ვესტ ჰემთან" დაკარგავს ქულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი