ლუის ენრიკე: "ყველამ ვიცოდით, რომ მბაპე დაგვტოვებდა" » სპორტის ხაზი

ლუის ენრიკე: "ყველამ ვიცოდით, რომ მბაპე დაგვტოვებდა"

ლუის ენრიკე: "ყველამ ვიცოდით, რომ მბაპე დაგვტოვებდა"
12-05-2024, 23:01
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც კილიან მბაპემ განაცხადა, რომ "პსჟ"-ს დატოვებდა, ფრანგის ტრანსფერზე ლუის ენრიკემაც ისაუბრა.

"ყველამ ვიცოდით, რომ კილიანს უნდა დავეტოვებინეთ. არაფერი შეცვლილა, ჩვენთვის ყველაფერი იგივეა. მბაპეს საუკეთესოს ვუსურვებ კარიერის ახალ ეტაპზე.

"იმის თქმა შემიძლია, რომ შემდეგ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, "პსჟ" ბევრად ძლიერი დაბრუნდება შემდეგი სეზონიდან", - აცხადებს ლუის ენრიკე.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კილიანის ერთ-ერთ შემცვლელად ხვიჩა კვარაცხელია სახელდება, რომლისთვისაც პარიზული გრანდი მუშაობს და მამუკა ჯუღელს უკვე შეხვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი