მოგეხსენებათ, რომ "ბარნლი" პრემიერ ლიგიდან უკან, ჩემპიონშიფში დაქვეითდა მას შემდეგ, რაც "ტოტენჰემთან" შინ 1-2 დამარცხდა.
რა თქმა უნდა გაჩნდება კითხვა, თ რა ბედი მოელის მათ მთავარ მწვრთნელ ვინსენტ კომპანის, რაზეც თავად ბელგიელმა ისაუბრა.
"აქ წასასვლელად არ მოვსულვარ ან იმისთვის, რომ ვწუხდე. თუ თითოეულ თამაშსა და სეზონს გამოცდილებად მიიღებ, ეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარება.
"დიახ, დღეს ჩვენთვის პრემიერ ლიგა დასრულდა, მაგრამ ახალი ეტაპი დაიწყო, რომელშიც მაქსიმალურს გავიღებთ, რომ ისევ უკან დავბრუნდეთ.
ვინსენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს, რომელმაც გასულ წელს ჩემპიონშიფი 101 ქულით დომინანტურად მოიგო, მაგრამ პრემიერ ლიგაში აღზევება კარგად ნამდვილად არ გამოუვიდათ, რადგან ფეხბურთელებს გამოცდილება აკლდათ. 37 შეხვედრიდან მხოლოდ 5 მოიგეს.