როგორ აკრიტიკებენ ხვიჩას იტალიურ მედიაში » სპორტის ხაზი

როგორ აკრიტიკებენ ხვიჩას იტალიურ მედიაში

როგორ აკრიტიკებენ ხვიჩას იტალიურ მედიაში
12-05-2024, 17:09
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს გასულ ტურში "ნაპოლიმ" "ბოლონიას" უმასპინძლა, თუმცა მასპინძლები ანგარიშით 0-2 დამარცხდნენ.

ხვიჩა კვარაცხელიას კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია და მატჩის დროს ხეირიანი არაფერი გაუკეთებია, რის გამოც იტალიურმა მედიამ იგი ქარ-ცეცხლში გაატარა.

"პოშს აწუხებდა, მაგრამ სახიფათო ვერაფერი გააკეთა, რადგან ლეკუმი მას კარგად აზღვევდა. არც ფეხება და არც გონებამ შეუწყო ხელი, რომ რაღაც მოეფიქრებინა", - ვკითხულობთ "Morning The"-ის სტატიაში.

"თავიდან კარგად დაიწყო პოშთან დუელები, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მეტი პრობლემები დაეწყო და საბოლოოდ პოშმა მისი შეჩერება მარტივად შეძლო", - წერს "Corriere dello Sport".

"ყველაზე ცუდი ცუდებს შორის. მიიღო ყვითელი ბარათი მსაჯთან პროტესტის გამო. იშვიათად შესრულებული წარმატებული დრიბლინგი სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანს. არაფრის გაკეთება შეეძლო", - dello Gazzetta Sport.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი