'ინტერთან' შეხვედრა პირველი იყო სერია A-ს მიმდინარე სეზონში, რომელშიც ლუჩანო სპალეტის 'ნაპოლი' დამარცხდა ანგარიშით (1:0). ნერაძურიმ ამ მოგებით მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, თუმცა ამ გამარჯვების შემდეგ, იტალიურ მედიაში ნერაძურის მისამართით არაერთი კრიტიკული პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ხაზს ქართველ ფეხბურთეზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე უხეშ თამაშს უსვამდნენ.
Canale 21-ის ჟურნალისტმა უმბერტო კარიელომ მატჩის შემდეგ განაცხადა: "კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, შკრინიარი-დარმიანი-ბარელას სამეული მოქმედებდა. ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს. შკრინიარი მას ფეხებში ჩაქუჩივით ურტყამდა, მაგრამ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია. ინტერის ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში ქართველს ფეხებში უკნიდან ჩაარტყა, რისთვისაც წითელ ბარათსაც იმსახურებდა, მაგრამ არბიტრმა იგი დაინდო."