MLS-ში "ატალანტა იუნაიტედისა" და "დისი იუნაიტედის" მორიგი დაპირისპირება ვიხილეთ, სადაც ამჯერად სტუმრებმა მეტოქე ანგარიშით 2-3 დაამარცხეს.
სტუმართა მხრიდან მეორე გოლი მთლიანად საბა ლობჟანიძის სახელზეა, თუმცა მხოლოდ საგოლე გადაცემად ჩაუთვალეს, რადგანაც ბურთი მცველს მოხვდა და კარის ბადეში ისე გაეხვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გულშემატკივარმა მატჩის საუკეთესოდ საბა ლობჟანიძე დაასახელა, რაც ამ სეზონში უკვე მე-3-დ მოხდა. მან კი ტრადიციულად ლურსმანი ჩაქუჩით ჩააჭედა.