საქართველოს ნაკრების 28 წლის გარემარბმა, საბა ლობჟანიძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი კარაგუმრუკში იჯარის წესით გაატარა, სადაც მან 10 შეხვედრაში 2 გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.
იჯარის დასრულების შემდეგ ლობჟანიძე ამავე ქვეყნის გუნდ ჰატაისპორში დაბრუნდა, რომელსაც ქართველი მოთამაშის თაობაზე წინადადება MLS-დან მიუვიდა.
როგორც Sports Digitale-ს ინფორმაციიდან ვიგებთ, ლობჟანიძის შეძენით ამერიკული ატლანტა იუნაიტედია დაინტერესებული, რომელიც ჰატაისპორთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.
ამავე წყაროს მიხედვით, საბა ლობჟანიძის კლუბში დარჩენის შესახებ უმთავრეს გადაწყვეტილებას ჰატაისპორის მწვრთნელი, ვოლკან დემირალი მიიღებს.