საუდის არაბეთის პროფესიული ლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "ალ ჰილალი" ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
ისინი მეორე ადგილოსან "ალ ნასრს" 12 ქულით უსწრებენ და ჩემპიონის ტიტული 89 ქულით მოიპოვეს.
ცნობისთვის, "ალ ჰილალთან" ერთად არაბეთის პროფესიული ლიგა ნეიმარმაც მოიგო, რომელმაც ტრავმის გამო თითქმის მთელი სეზონი გამოტოვა. წელს მან მხოლოდ 5 მატჩში მიიღ მონაწილეობა, გაიტანა 1 გოლი და სამი საგოლე გადაცემაც მიითვალა აქტივში.
მეორე ადგილს კრიშტიანუ რონალდუს "ალ ნასრი" დაჯერდება, რომელიც უახლოეს მდევარს 19 ქულით იტოვებს.
"ალ ჰილალი" კი არაბეთის ჩემპიონი მე-19-დ გახდა და ეს მათთვის 68-ე თასია.