საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო.
ბ ლიგის პირველი რაუნდის სადებიუტო შეხვედრაში, ჯგუფის მასპინძელ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ჩვენმა გუნდმა, მე-3 წუთზე კესო მეტონიძის მიერ გატანილი გოლის წყალობით, მინიმალური ანგარიშით მოიგო.
ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 ნოემბერს, უელსის წინააღმდეგ გამართავს, ხოლო 2 დეკემბერს, დავითაშვილის გაწვრთნილი შემადგენლობა ლიეტუვას შეხვდება.