ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს » სპორტის ხაზი

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს
25-08-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუის რუბიალესმა პოსტიდან გადადგომა გადაწყვიტა, – ამის შესახებ გამოცემა Cope წერს.

20 აგვისტოს ესპანეთის ქალთა ნაკრებმა პირველად მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი. დაჯილდოვების ცერემონიისას რუბიალესმა ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს, ჯენიფერ ერმოსოს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ტუჩებში აკოცა, რამაც საზოგადოებაში დიდი სკანდალი გამოიწვია.

რუბიალესმა თავისი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა, მაგრამ ის ვერ უძლებს ზეწოლას წარმოქმნილი კონფლიქტის გამო და 25 აგვისტოს გადადგომის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი