პატარა გორი დიდია | დილამ ვორსკლას მეორე შეხვედრაში ანგარიში შემოუტრიალა და მომდევნო ეტაპზე გავიდა! » სპორტის ხაზი

პატარა გორი დიდია | დილამ ვორსკლას მეორე შეხვედრაში ანგარიში შემოუტრიალა და მომდევნო ეტაპზე გავიდა!

პატარა გორი დიდია | დილამ ვორსკლას მეორე შეხვედრაში ანგარიში შემოუტრიალა და მომდევნო ეტაპზე გავიდა!
3-08-2023, 22:57
Aa Aa
გაზიარება:

ქართული კლუბებისთვის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულებულია, მისი გადალახვა კი მხოლოდ გორის დილას ფეხბურთელებმა შეძლეს.

ანდრეი დემჩენკოს შეგირდებმა 1 კვირის წინ ვორსკლასთან გასვლაზე 2-1 წააგეს, თუმცა ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ, რომ დილას გორში თამაშის შემოტრიალება შეეძლო და ასეც მოხდა.

უკრაინელი სპეციალისტის გუნდმა მეტოქეს გორში 3 ბურთი გაუტანა, თავად მხოლოდ ერთი მიიღო და საბოლოო ჯამში მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.

ცნობისთვის, გორის დილა კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 1/2 ფინალში ვოივოდინასა და აპოელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი