"ერთმანეთის პირისპირ, რამხელა ინტრიგაა" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძისა და კვარას შესახებ საუბრობს » სპორტის ხაზი

"ერთმანეთის პირისპირ, რამხელა ინტრიგაა" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძისა და კვარას შესახებ საუბრობს

"ერთმანეთის პირისპირ, რამხელა ინტრიგაა" - ფროზინონეს პრეზიდენტი კვერნაძისა და კვარას შესახებ საუბრობს
2-08-2023, 16:31
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2023/2024 წლების სერია A-ს სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება, ამავე ჩემპიონატში მოთამაშე ორი ქართველი ფეხბურთელი კი ერთმანეთს პირველივე ტურში შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს დივიზიონში პირველი მატჩის მოქმედ ჩემპიონთან ჩატარების შესახებ ფროზინონეს პრეზიდენტმა, მაურიციო სტირპემ ისაუბრა, რის ფარგლებშიც მან ახსენა როგორც გიორგი კვერნაძე, ისე ხვიჩა კვარაცხელია:

"პირველივე მატჩი ნაპოლის პირისპირ? - იცით, ამაზე კარგი დებიუტი ვერც გვექნებოდა. ეს მატჩი როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი ფანებისთვის საკმაოდ კარგი ინდიკატორი იქნება იმისა თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ სერია A-ს გამოწვევებს."

"სადებიუტო შეხვედრაში 2 ქართველი მოთამაშის, გიორგი კვერნაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირებას ვიხილავთ, რამხელა ინტრიგაა, არა?"

"იმედს ვიტოვებთ, რომ კვერნაძეც ისე გაგვახარებს, როგორც ეს ნაპოლისა და კვარაცხელიას შემთხვევაში იყო"
, - თქვა სტირპემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი