დინამო თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა კვლავ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაასრულა - გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ყაზახურ ასტანასთან განმეორებით მატჩში 1:2 დამარცხდა.
ცნობისთვის, პირველი ტაიმი დინამო თბილისმა მინიმალური სხვაობით მოიგო, თუმცა, მეორე ტაიმის სტარტზევე, გუნდმა ორი მოულოდნელი ბურთი გაუშვა (50-ე და 51-ე წუთებზე).
მატჩის დასრულების შემდეგ, Geo Team-თან კომენტარი თბილისელთა მეკარემ, გიორგი ლორიამაც გააკეთა.
"1 წუთში ჩავყარეთ ყველაფერი წყალში...
ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ ხალხი ერთიანდება, ყველას იმედი გვაქვს და ბოლოს ასეთი რაღაც ხდება. ამ თამაშისთვის ბევრი გავიღეთ და საშინლად იმედგაცრუებული ვარ", - განაცხადა ლორიამ.