"ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ირანელი ქალების დასაცავად » სპორტის ხაზი

"ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ირანელი ქალების დასაცავად

"ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ირანელი ქალების დასაცავად
30-09-2022, 20:45
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ცნობილია, ირანში საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს, პროტესტის მთავარი სამიზნე კი ირანის ხელისუფლება და მის განკარგულებაში მყოფი პოლიციაა. საქმე ისაა, რომ 2022 წლის 16 სექტემბერს, ირანელი ქალი, კერძოდ მაჰსა ამინი საჯარო სივრცეში ჰიჯაბის მოხსნის გამო ადგილობრივმა პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც მაჰსა 2 დღეში გარდაიცვალა.

ოფიციალური ვერსიით, მაჰსა ამინი შეუძლოდ პოლიციის შენობაში გახდა. ამის შემდეგ, ირანელი ქალი 2 დღე კომაში იმყოფებოდა და ორდღიანი ბრძოლის მიუხედავად, ექიმებმა მაჰსა ამინის სიცოცხლის გადარჩენა ვერ შეძლეს. ოფიციალური ვერსიის საპირწონედ, თვითმხილველები ამბობენ, რომ ამინის სიკვდილი ირანის პოლიციამ გამოიწვია, რომელმაც ქალი დაუნდობლად სცემა და თავი მანქანაზე არტყმევინა. საგულისხმოა, რომ 22 წლის ქალის გარდაცვალების შემდეგ, საავადმყოფომ, სადაც მაჰსა ამინი მკურნალობდა განაცხადა, რომ პაციენტი საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა, რისი მიზეზიც თავის ტვინის დაზიანება გახდა. აღსანიშნავია, რომ ექიმების გავრცელებული ცნობა მალევე უგზო-უკვლოდ გაქრა.

ირანში მიმდინარე პროტესტს შეურთდა მიუნხენის "ბაიერნისა" და ირანის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ალი კარიმი, რომელმაც ირანის პოლიცია და ხელისუფლება გააკრიტიკა, რის შემდეგაც ალის საცხოვრებელი ბინა ჩამოართვეს. რასაკვირველია, გერმანეთლა ყოფილი ფეხბურთელი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში დაწერა: "სახლს მიწის გარეშე ფასი არ აქვს, წაიღეთ", - სწორედ ასე გააკრიტიკა ალი კარიმიმ ირანის ხელისუფლება, სადაც ფეხბურთელმა იგულისხმა, რომ ისეთ ქვეყანას, რომელსაც ფუნდამენტი დამპალი აქვს, არანაირი ფასი არ გააჩნია.

"ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი ირანელი ქალების დასაცავად


შეგახსენებთ, რომ ირანელი ფეხბურთელი "ბაიერნში" 2 წლის განმავლობაში თამაშობდა და 4 გოლის გატანა მოახერხა. გარდა ამისა, ალის კიდევ ერთ "ბუნდესლიგურ" კლუბში, კერძოდ "შალკეში" აქვს ნათამაშები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი