გუშინ ხორვატიის ნაკრებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მაროკო 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდგომ ლუკა მოდრიჩმა მედიასთან ისაუბრა და საკუთარ სანაკრებო კარიერაზეც გაამახვილა ყურადღება.
“ოქროს მედალი გვინდოდა, რასთანაც ახლოს ვიყავით. შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი თამაშით და სახლში გამარჯვებულები დავბრუნდეთ.
სანაკრებო დონეზე წარმატება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბედნიერი ვარ. გუნდი საგრძნობლად გაიზარდა და ახლა ჩვენი მოგება სასწაულად აღარ ითვლება.
ნაკრების მომავალი ნათელია, ზოგიერთმა ფეხბურთელმა მუნდიალზე პირველად ითამაშა და მედალი მოიპოვა. მე ამისთვის 12 წელი დამჭირდა, ყველაფერი გავიარე. მათ უნდა დააფასონ ის, რასაც მიაღწიეს.
ერთა ლიგაზე ხორვატიის ნაკრებში თამაშს გავაგრძელებ. ამის შემდეგ ვნახოთ, რა მოხდება” - განაცხადა ხორვატმა ვეტერანმა.