"საქართველოსთან მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა" - მერიჰ დემირალის კომენტარი » სპორტის ხაზი

"საქართველოსთან მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა" - მერიჰ დემირალის კომენტარი

"საქართველოსთან მატჩი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა" - მერიჰ დემირალის კომენტარი
გუშინ, 17:33
Aa Aa
გაზიარება:

არაბული "ალ-აჰლის" რიგებში მოთამაშე თურქეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა მერიჰ დემირალმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრის წინ კომენტარი გააკეთა.

"ძალიან რთული ჯგუფია და პირველ ორ შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება — სტუმრად საქართველოსთან და სახლში ესპანეთთან. ვფიქრობ, სწორედ ამ ორ მატჩში გადაწყდება, როგორი იქნება თურქეთის ნაკრების ბედი.

ფავორიტი, რა თქმა უნდა, ესპანეთია. ალბათ გვერჩივნა ჯგუფში მათ ნაცვლად ნიდერლანდების ნაკრები გვყოლოდა, თუმცა ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე ვიბრძოლებთ. მინდა აღვნიშნო საქართველოს ნაკრებიც, რომელმაც ბოლო წლებში აშკარა პროგრესი აჩვენა"


— აღნიშნა დემირალმა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქეთის მეტოქეები ესპანეთის, ბულგარეთის და საქართველოს ნაკრებები იქნებიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი