უკვე ჩვენზე ფიქრობენ - რა თქვა თურქეთის მცველმა საქართველოს ნაკრებზე » სპორტის ხაზი

უკვე ჩვენზე ფიქრობენ - რა თქვა თურქეთის მცველმა საქართველოს ნაკრებზე

უკვე ჩვენზე ფიქრობენ - რა თქვა თურქეთის მცველმა საქართველოს ნაკრებზე
გუშინ, 16:42
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს მსგავსად ოფიციალური მატჩებისთვის ემზადება თურქეთის ნაკრებიც, რომელიც ამხანაგურ შეხვედრებს მექსიკასთან და აშშ-სთან გამართავს.

ამ მატჩებამდე თურქებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მერიჰ დემირალმა საქართველოს ნაკრებთან ჩანიშნული შეხვედრაც ახსენა, რომელიც სექტემბერში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმართება.

წინ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლია, რთული მატჩები გველოდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი პირველი ორი იქნება - სტუმრად შეხვედრა საქართველოსთან და საშინაო მატჩი ესპანეთის წინააღმდეგ. ჩვენ ბედს ეს ორი თამაში გადაწყვეტს. მჯერა, რომ ამ შეხვედრებისთვის საუკეთესოდ მოვემზადებით და შედეგსაც სასურველს მივაღწევთ.

რა თქმა უნდა, ესპანეთს უძლიერესი ნაკრები ჰყავს. ბოლო წლებში ძალიან უმატებს საქართველოს ნაკრებიც. კარგი დაპირისპირებები გველის, ჩვენ კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვხვდეთ.

- თქვა დემირალმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი