ჯან პიერო გასპერინი "რომას" ახალი მთავარი მწვრთნელია. გამოცდილი იტალიელმა სპეციალისტმა "ჯალოროსის" 3-წლიანი კონტრაქტით დაკავშირა თავი, რომელიც სულ რამდენიმე საათის წინ ოფიციალურად გაფორმდა.
მას შემდეგ, რაც გასპერინიმ ატალანტას დატოვება გადაწყვიტა, რომაულმა კლუბმა მისი მოწვევისთვის ოპერატიულად იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ "რომას" ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატურებსაც განიხილავდა, საბოლოოდ არჩევანი სწორედ გასპერინიზე შეჩერდა.
შეგახსენებთ, რომ ჯან პიერო გასპერინი ატალანტას 9 წლის განმავლობაში წვრთნიდა და ბერგამოული კლუბი საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა.